ბავარიის ქარხნებმა წარმოება დაიწყო 1961 წელს, პატარა გერმანულ ქალაქში ილერტისენში. სწორედ აქ ძგერს კომპანიის გული, ეს არის ადგილი, სადაც აღნიშნული პროდუქტით იტვირთება ტრანსპორტი და მიემგზავრება ევროპაში (არა მხოლოდ) და სხვადასხვა მხარეს.

დღემდე იხვეწება და უმჯობესდება ათწლეულების მანძილზე შექმნილი სპეციალობა, რაც აისახება კვალიფიციური პერსონალის მუშაობაზე. თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციებით, მომავალი მემკვიდრეების ტენდენციებით და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით ნაკარნახევი ახალი ხედვები. ქარხნის მიერ გამოშვებული დანადგარები, აბსოლოტური სიზუსტისა და უნიკალურობის გარანტიაა. 50 წელზე მეტია EHRLE იხვეჭს რეპუტაციას პროდუქტების ხარისხის, გადაწყვეტების და ინოვაციების გზით.

რაც რეალურად მნიშვნელოვანია – საწარმოო კომპლექსის ახლოს განთავსებულია ინჟინერთა განყოფილება. ამის წყალობით სპეციალისტებს შეუძლიათ ყოველდღიურად ადევნონ თვალი ცვლილებებსა და მოდიფიკაციებს.

ქარხანა ფართოვდება მუდმივად მზარდი შეკვეთების საფუძველზე. პირველი საწარმოო ბაზა გაფართოვდა დამატებითი განყოფილებით, სადაც ყოველდღიურად ინერგება ახალი მაღალი წნევის სისტემები და ავტოსამრეცხაოების წარმოება. 2011 წელს გაიხსნა ახალი ქარხანა, რომლის დანიშნულება ავტოსამრეცხაოს (CarWash) წარმოებაა.

“დამზადებულია გერმანიაში” ნიშნით მარკირებული დანადგარები დამზადებულია ბავარიის ქარხნებში. EHRLE კომპანიისთვის მინიჭებული ISO სერტიფიკატი დადგენილი წესების დაცვის მკაფიო დადასტურებაა, რაც უზრუნველყოფს ქარხნის პროდუქციის მუდმივად მაღალ ხარისხს და სტანდარტებს. ჩვენ ასევე ვამაყობთ VDA ხარისხის სერტიფიკატით, რომელიც ენიჭება მხოლოდ იმ მწარმოებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს და გერმანიის საავტომობილო სამრეწველო ასოციაციის მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტებს.

Up
ეს საიტი ნაჭდევებს იყენებს (cookies), ისე, რომ ჩვენი მომსახურება შეიძლება მუშაობა უკეთესი. შეიტყვეთ უფრო მეტი მე მესმის,