რეცხვის ხარისხის გარდა ავტოსამრეცხაოში ვიზიტისას მომხმარებლები აქცევენ ყურადრებას მის ვიზუალურ მხარეს
ეს არის ყველაზე პოპულარული კონსტრუქციის ტიპი. ტრაპეციის ფორმის სახურავი, რომელიც დაფარულია ალუმინის საფარით, იცავს მას მზის სხივებისა და ნალექებისგან. მასზე ინვესტორებს შეუძლიათ განათავსონ პერსონალური წარწერები და გამოიყენონ სტანდარტული EHRLE გრაფიკული ფორმა. ავტოსამრეცხაოს ბოქსები ერთმანეთისგან. იყოფა მაღალი ხარისხის გამყოფი კედლით, რომელსაც მოყვება ინსტრუქცია. კედელი აგრეთვე შეიძლება გახდეს თვენი რეკლამის ადგილი. ავტომატური განათება ირთვება და ანათებს ავტოსამრეცხაოს დაღამების შემდეგ.
ეს კონსტრუქცია აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული კლიენტების მოთხოვნებს. ის დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან იმ ინვესტორის შეკვეთით, რომელიც თავად ირჩევს კომპონენტებს. თაღოვანი სახურავი დამზადებულია პოლიკარბონატისგან და დამონტაჟებულია სპეციალურ ალუმინის პროფილებზე. ელიპტური ფორმის საფარის განუმეორებელი სტილის გარდა, მას ასევე აქვს შიდა სადრენაჟე სისტემა. ინვესტორებს შეუძლიათ განათავსონ პერსონალური წარწერები და გამოიყენონ სტანდარტული EHRLE გრაფიკული ფორმა. მთლიანი საფარი ან მხოლოდ წარწერები შესაძლოა უფრო ხილვადი იყოს ინოვაციური განათების სისტემით - შუქდიოდით, რაც არა მხოლოდ ზოგავს ელექტროენერგიას, ასევე განსხვავებულ ეფექტს აძლევს მას. ტიხრები შესაძლოა დამზადებული იყოს მაღალი ხარისხის მასალისგან ან გამოწრთობილი მინისგან, რომლის სისქე 12 მმ-ს შეადგენს.
DesignPro არის ავანგარდული და განუმეორებელი სტილის შერწყმა. ეს უნიკალური კონსტრუქცია, რომელიც წარმოებულია ავტოსამრეცხაოების ლიდერისთვის, დაპატენტებულია საერთაშორისო ბაზარზე (TradeMarks&Designs) რაც ნიშნავს, რომ ყველა სხვა კომპანიას ეკრძალება ამ გადაწყვეტის გამოყენება. აღნიშნული კონსტრუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან და – პოლიკარბონატისგან, ალუმინისგან და უჟანგავი ფოლადისგან. ექსკლუზიური დიზაინის გამო არ არსებობს რაიმე დამატებითი წარწერების განთავსების საჭიროება. ტიხრები შესაძლოა დამზადდეს აღნიშნული მასალისგან ან მაღალი ხარისხის გამოწრთობილი მინისგან.