ტექნიკური ბლოკები ისე არის დამონტაჟებული ტექნიკურ კონტეინერში, რომ ყველა შიდა მოწყობილობა დაცულია მაღალ დონეზე, შემუშავებულია მარტივი გზა შიდა და გარე მოწყობილობების კონტროლისთვის, რეგულირებისთვის, მართვისთვის, მათი შეკეთებისთვის ,აგრეთვე, სარეცხი საშუალებების შევსებისთვის.

წყლის გამაცხელებელი მოდული, წყლის ავზის შემავსებელი მოდული და ქაფის გენერატორი მოწყობილია ერთიდაიგივე სისტემური წყობით. ყველა გარე და შიდა მოწყობილობის სისტემა შეესაბამება სამონტაჟო სტანდარტებს, მათ შორის ვიზუალურადაც მითითებულია სქემა. ტექნიკა მოწყობილია პროფესიონალურად. სამრეცხაო სისტემა ექვემდებარება განვითარებას , როგორც შიდა სიტემები , ისე გარე ვიზუალური მხარე. ინვესტორები თვითონ ირჩევენ სისტემურ კომპონენტებს. Ehrle-ს სისტემა ადვილად მისაღებია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

სამრეცხაოს ბოქსების სისტემური ნაწილები ერთმანეთთან დაკავშირებულია ინტერნეტის ქსელით. კონტროლი დამყარებულია RS4PS-ზე ,სწორედ, ამ სისტემით დაკავშირებულია ბოქსები ტექნიკურ კონტეინერთან.

მართვის სიტემაში გამოყენებულია საწარმოო კომპიუტერი SIEMENS-ის ფირმის კომპიუტერი, რომელიც მუშაობს LAN ქსელით და აღიქვავს ტექნიკურ კონტეინერზე მიერთებული ბოქსების რაოდენობას და შესაბამისად, მართავს ავტო სამრეცხაოს.

თანხის მიმღები ავტომატი თანხას ათავსებს კონტეინერის შიგნით შემნახველ ყუთში, რომელიც საიმედოდ არის დაცული.

სამრეცხაოს ტექნიკური კონტეინერი

რეცხვის ტექნოლოგია, როგორიცაა:  წყლის გამაცხელებელი სისტემა, მილსადენების სისტემა მოთავსებულია ერთ საერთო კონტეინერში, რომლიდანაც ხდება სამრეცხაო ბოქსების მომარაგება. ამავე კონტეინერში მოთავსებულია ფულის გადასახურდავებელი სისტემა. თქვენთვის ხელმისაწვდომია სამრეცხაო ტექნიკური კონტეინერების სხვადასხვა ვერსია:

ტექნიკური მონაცემები

ტექნიკური მონაცემები ერთეული  
წყლის მოხმარება თითოეულ ბოქსში ლ/სთ 660
სამუშაო წნევა ბარელი 130/13
სარეცხი ფხვნილის დოზატორის ავზის მოცულობა ლიტრი 18
მაპოლირებელი სითხის ავზის  მოცულობა ლიტრი 10
მაპრიალებელი სითხის ავზის მოცულობა ლიტრი 10
კვების წყარო ფარ/ვოლტ/ჰერც. 3/400/50
სიმძლავრე კვტ 2,6
გაბარიტული ზომა სმ 74x60x216
წონა კგ 195
არტიკული   516
Up
ეს საიტი ნაჭდევებს იყენებს (cookies), ისე, რომ ჩვენი მომსახურება შეიძლება მუშაობა უკეთესი. შეიტყვეთ უფრო მეტი მე მესმის,